🔥😍 ობობა ევაკუატორი მოვა მაქსიმუმ

ობობა ევაკუატორი 30 წუთში

ფასები:

სტანდარტული ევაკუატორი - 60 ₾.
ობობა ევაკუატორი - 120 ₾.
მოსვლის დრო - 30 წუთამდე.

ობობა ევაკუატორი

გამოიძახე ევაკუატორი ობობა

რა შემთხვევაში გვჭირდება ობობა ევაკუატორის გამოძახება?

ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს რამდენიმე:

  • უბრალოდ ტვირთია გადასატანი, რომელსაც საბურავები არ გააჩნია, შესაბამისად მისი სტანდარტული ევაკუატორის პლატფორმაზე აგორება შეუძლებელია. შესაბამისად ობობა ევაკუატორის ამწე-მანიპულატორი მოათავსებს ამ ტვირთს თავის პლატფორმაზე და წაიღებს თქვენთვის მისაღებ ადგილამდე.
  • ავტომობილს ერთი ან რამდენიმე საბურავი აქვს დაზიანებული, ანუ მისი გაგორება შეუძლებალია, შესაბამისად შეუძლებელია ასევე მისი აგორება პატარა, სტანდარტული ევაკუატორის პლატფორმაზე. ასეთ დროს აუცილებალია მანიპულატორის გამოყენება, ანუ გვჭირდება ობობა ევაკუატორი.
  • ავტმობილი გადავარდნილია ხევში ან სარწყავ არხში, მისი გამოძრავება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ მისი ვერტიკალურად ამოწევა, ასეთ დროსაც საჭიროა ევაკუატორი ობობა.
  • ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი დაზიანებულია და მისი მოძრაობა ვერ ხერხდება.
  • ავტომობილი განლაგებულია ისეთ ადგილას, რომ შეუძლებელია მიუდგეს სტნადარტული ევაკუატორი იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ ავტომობილის აგორება ევაკუატორის პლატფორმაზე.
  • ავტომობილი მექანიკური თუ ელექტრონული მიზეზით ვერ ნეიტრალდება.

რა უპირატესობები აქვს ობობა ევაკუატორის გამოძახებას?

  • ჩატვირთვის პროცესი სტანდარტულ ევაკუატორთან შედარებით სწრაფია. ამწე-მანიპულატორიანი ევაკუატორის ოპერატორი უბრალოდ ამაგრებს კაუჭებს ავტომობილის 4 ბორბალზე და შემდეგ წევს ავტომობილს - ამ ყველაფერს მაქსიმუმ 5 წუთი დასჭირდეს, როცა სტანდარტული ევაკუატორის დროს ჩატვირთვის ხანგრძლივობა შეასძლოა 10-15 წუთი იყოს.
  • ავტომობილის უსაფრთხოება მეტად დაცულია. მანქანის გამოძრავება ფაქტობრივად არ ხდება და თუ ისედაც დაზიანებული ავტომობილია გადასაყვანი, სტანდარტულ ევაკუატორზე აგორებისას შესაძლებელია კიდევ რამე დაზიანდეს, ობობას შემთხვევაში კი ავტომობილის არცერთი ნაწილი არ მოძრაობს.
  • ობობა ევაკუატორი შესაძლებელია მიუდგეს ავტომობილს, რომელთანაც მიდგომას სტანდარტული ევაკუატორი ვერ ახერხებს.

რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ ობობა ევაკუატორის გამოძახებისას?

  • ამწე-მანიპულატორიანი ევაკუატორის გამოძახება მეტად ძვირია, ვიდრე სტანდარტული ერთეულის. დაახლოებით 2-ჯერ მეტის გადახდაც შეიძლება მოგიწიოთ ობობას გამოძახებისას.
  • ობობა ევაკუატორის ადგილადმე მოსვლას შესაძლოა უფრო მეტი ხანი დასჭირდეს, ვიდრე პატარა ევაკუატორს. ეს მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ ასეთი ტიპის ევაკუატორები უფრო ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე და ასევე ჩვენს ავტო-პარკში. ამის მიზეზი ორია - მათი შეძენა სტანდარტულ ევაკუატორზე გაცილებით ძვირი ჯდება (ასევე მომსახურებაც); მათზე შედარებით ნაკლები მოთხოვნაა.

ევაკაუტორის გამოძახებისას, ჩვენი ოპერატორი ყოველთვის გადაამოწმებს, თუ რა ტიპის ტექნიკა გჭირდებათ. მარტივ კითხვებზე პასუხით ის მიხვდება თუ რომელი ტიპის ევაკუატორია გამოსაშვები თქვენთან. ჩვენთან თანამშრომლობისას არასდროს შეგექმნებათ პრობლემა, რომ სხვა ტიპის ტექნიკის გამოძახება მოხდა.

გამოიძახეთ ევაკუატორი ობობა და ის თქვენამდე მასიმალურად იაფად და სწრაფად მოვა!

ამწე-მანიპულატორიანი ევაკუატორი იაფად

გამოიძახე ევაკუატორი იაფად. ნებისმიერი სახის ევაკუატორი თქვენს განკარგულებაში 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე. სადაც არ უნდა იყოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. გამოიძახე ევაკუატორი იაფად ახლავე და ჩვენ 30 წუთში მოვალთ.

    © 2023 Evakuatorebi.ge. All Rights Reserved.

    ევაკუატორის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. მიიღე საუკეთესო გამოცდილება. 50-ზე მეტი ევაკუატორი თბილისი -ს მასშტაბით. გვყავს ყველა ტიპის ევაკუატორი. დაგვირეკე და ჩვენ 30 წუთში უკვე თქვენთან ვიქნებით.